19 ივნისი 2026,   04:20
ვრცლად
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ლუვრის გაძარცვის საქმეზე ორი ეჭვმიტანილი დააკავეს

ლუვრის მუზეუმის გახმაურებული გაძარცვიდან ერთი კვირის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. 

მათ საფრანგეთის გვირგვინის რვა სამკაულის მოპარვა ედებათ ბრალად, რომელთა ღირებულებაც, დაახლოებით, 88 მილიონ ევროს შეადგენს.

საქმეზე, გამოძიება აქტიურ ფაზაში შევიდა.

ძარცვა დღისით, პარიზის ცენტრში, გასულ კვირას მოხდა. BFMTV-ის ინფორმაციით, ორი ეჭვმიტანილი შაბათს, 25 ოქტომბერს დააკავეს.

გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ერთ-ერთი პირი სასაზღვრო პოლიციამ და ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ბრიგადამ შარლ-დე-გოლის აეროპორტში დააკავა, რა დროსაც ის ალჟირში გაფრენას აპირებდა.

დღის ამბები