19 ივნისი 2026,   05:57
ვრცლად
სირიული წარმოშობის ხუთ მამაკაცს ჰაინსბერგში 17 წლის გოგონას გაუპატიურებაში ედება ბრალი

ჯგუფური გაუპატიურება გერმანიაში - ჰაინსბერგში სირიული წარმოშობის ხუთმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ჰაინსბერგ-უნტერბრუხში 17 წლის გოგონა გააუპატიურა. აახენის პროკურატურამ ეს ინფორმაცია დაადასტურა.

როგორც გამოცემა WDR იუწყება, ხუთივე მამაკაცი უკვე დაკავებულია. მედია განმარტავს, რომ მეხუთე მამაკაცი მიმალვაში იყო, თუმცა დღეს პოლიციას ჩაბარდა. 

WDR-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მამაკაცები სირიული წარმოშობის არიან. 

ამასთან, გაზეთი Aachener Zeitung-ი იტყობინება, რომ მამაკაცები ლტოლვილები იყვნენ, მაგრამ აახენის პროკურორმა კატია შლენკერმან-პიტსმა, ეს ინფორმაცია WDR-ს არ დაუდასტურა.

დღის ამბები