ანგლიკანური ეკლესიის, რომის კათოლიკური ეკლესიისგან გამოყოფის შემდეგ, 500 წლის განმავლობაში პირველად, ინგლისის მონარქმა, რომში რომის პაპთან ერთად ილოცა.
ვატიკანში ინგლისის მონარქის ვიზიტი მიმდინარეობს, რაც კათოლიკურ ეკლესიასა და ინგლისის ეკლესიას შორის შერიგების სიმბოლოა.
სიქსტის კაპელაში ლოცვა ინგლისურ ენაზე წარიმართა. ჩარლზ მესამესთან და ლეო მეთოთხმეტესთან ერთად, მას დედოფალი კამილა დაესწრო. ანგლიკანური ტრადიციის თანახმად, მეფე ინგლისის ეკლესიის უმაღლესი მმართველია.