19 ივნისი 2026,   07:07
ვრცლად
ჟურნალისტ ნორბერტ ბოლცის სახლი თითქმის ორი წლის წინ გამოქვეყნებული პოსტის გამო გაჩხრიკეს - მას არაკონსტიტუციური ორგანიზაციების სიმბოლოების გამოყენებას ედავებიან

ჟურნალისტის, კომენტატორისა და მედია მკვლევარის, ნორბერტ ბოლცის ბერლინში მდებარე სახლი გაჩხრიკეს, სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) თითქმის ორი წლის წინ გამოქვეყნებული პოსტის გამო.

ბოლცმა მოიყვანა ულტრამემარცხენე ჟურნალ TAZ-ის სათაური, რომელშიც ფრაზა, სავარაუდოდ, ნაცისტურ პროპაგანდასთან იყო დაკავშირებული. ხელისუფლება გამოძიებას არაკონსტიტუციური ორგანიზაციების სიმბოლოების გამოყენების ბრალდებით აწარმოებს - აღნიშნულ ბრალდებას, ბევრი სიტყვის თავისუფლებისთვის საფრთხედ მიიჩნევს.

ბოლცმა შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა: "მე ჩვეულებრივ ამ სამყაროზე ვწერ და ვსაუბრობ. საშინელებაა, როდესაც ეს რეალობა მოულოდნელად თქვენს კართან ჩნდება".

"ეს ინციდენტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს გერმანიაში პოლიტიკური მოძრაობების კრიტიკული კომენტარების შეზღუდვისა და ქვეყანაში პრესის თავისუფლების კუთხით", - წერს მედია.

დღის ამბები