ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რუსეთისთვის სანქციების მე-19 პაკეტზე შეთანხმდნენ. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ზომები მოიცავს ემბარგოს რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე და ის ორ ეტაპად ამოქმედდება: მოკლევადიანი კონტრაქტები 6 თვის შემდეგ შეწყდება, ხოლო გრძელვადიანი — 2027 წლის 1 იანვრიდან.
ახალი პაკეტი ასევე მოიცავს რუსი დიპლომატებისთვის დამატებით სამოგზაურო შეზღუდვებსა და "ჩრდილოვანი ფლოტის" კიდევ 117 გემის — ძირითადად, ტანკერების შავ სიაში შეტანას.