19 ივნისი 2026,   09:13
ვრცლად
ტრამპმა პუტინთან დაანონსებული შეხვედრა გააუქმა

დონალდ ტრამპმა პუტინთან ბუდაპეშტში დაანონსებული შეხვედრა გააუქმა. ინფორმაცია ამერიკის პრეზიდენტმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა.

ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესზეც ისაუბრა - თქვა, რომ პუტინთან ყოველ ჯერზე კარგი დიალოგი აქვს, თუმცა ის ყოველთვის უშედეგოა. საუბარი შეეხო უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გადაცემასაც.

"არ ვაპირებთ "ტომოჰავკები" სხვებს მივცეთ, მათი გამოყენება ჩვენც ვიცით", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრაზე.

დღის ამბები