"ევროპის საგარეო პოლიტიკა სერიოზულ კრიზისშია" - განცხადებას ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ავრცელებს.
"იქსის" ოფიციალურ გვერდზე მმართველი კოალიციის ლიდერი არმინ ლაშეტი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელს კაია კალასს აკრიტიკებს.
ლაშეტი წერს, რომ არ შეიძლება, ევროპის საგარეო პოლიტიკა ისეთ უგუნურ ადამიანს ებაროს, როგორიც კაია კალასია.
"როგორ შეიძლება, ისეთი უგუნური ადამიანი, როგორიცაა კაია კალასი, გახდეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი? მაშინ, როდესაც საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები გაფრთხილებებს გასცემენ, რომ სამშვიდობო პროცესი საფრთხეშია, თუ "ჰამასი" დაუყოვნებლივ არ განიარაღდება, ის, პირიქით, ისრაელს სანქციებით ემუქრება. ევროპის საგარეო პოლიტიკა ღრმა კრიზისშია", - წერს ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე X-ზე.