19 ივნისი 2026,   07:06
ვრცლად
თეთრ სახლში, შენობის აღმოსავლეთ ფრთის ნაწილი დაანგრიეს, სადაც პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით, ახალი საბანკეტო დარბაზის მშენებლობა უნდა დაიწყოს

ვაშინგტონში, თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთის ნაწილი დაანგრიეს, რადგან იქ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალი საბანკეტო დარბაზის მშენებლობა უნდა დაიწყოს - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, სამშენებლო ჯგუფებმა აღმოსავლეთ ფრთის დახურული შესასვლელისა და ფანჯრების უზარმაზარი მონაკვეთები დაანგრიეს, რომლებიც, ტრამპის თქმით, "სრულად მოდერნიზებული" იქნება.

პრეზიდენტმა ადრე განაცხადა, რომ 250 მილიონი დოლარით დაფინანსებული თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზის დამატება, არსებული შენობის "მიმდებარე მხარეს" განთავსდებოდა, მაგრამ უშუალოდ შენობას ცვლილება არ შეეხებოდა.

დღის ამბები