ინდოეთში, ბიჰარის შტატის მკვიდრმა, 74 წლის მამაკაცმა საკუთარი სიკვდილი გაითამაშა, რათა ენახა, ვინ დაესწრებოდა მის დაკრძალვას.
მედიის ინფორმაციით, მოჰან ლალი კატაფალკზე დაწვა და ითხოვა, რომ კრემატორიუმში წაეყვანათ სევდიანი სიმღერების ფონზე. მისი "გარდაცვალების“ შესახებ ამბავი სწრაფად გავრცელდა - ასობით სოფლის მცხოვრები, რომლებიც პატივს სცემდნენ "გარდაცვლილს“ მისი აქტიური საზოგადოებრივი სამსახურისთვის, მასთან გამოსათხოვებლად მივიდა. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მან სოფელში საკუთარი ხარჯებით ააშენა თანამედროვე კრემატორიუმი.
იმაში დარწმუნებული, რომ მას ნამდვილად პატივს სცემდნენ და უყვარდათ, წამოდგა და თავი ცოცხლად გამოაცხადა. მედიის ცნობით, ამის შემდეგ, ყალბ დაკრძალვაზე სიმბოლური ფიგურა დაწვეს და გრანდიოზული ზეიმი გაიმართა.