საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის დღეს დააპატიმრებენ. სარკოზი ხუთწლიან სასჯელს პარიზის ისტორიული ციხის, "ლა სანტეს" სამარტოო საკანში მოიხდის. 70 წლის ყოფილმა პრეზიდენტმა მედიასთან თქვა, რომ ნივთები ჩაალაგა და მშვიდი განწყობა აქვს, ციხეში კი წიგნის დაწერას გეგმავს.
პატიმრობამდე რამდენიმე დღით ადრე, ყოფილი პრეზიდენტი ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონს შეხვდა. "ფრანც პრესი" წერს, რომ გასაიდუმლოებული შეხვედრა პარასკევს შედგა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლა სარკოზი სასამართლომ დამნაშავედ ცნო დანაშაულებრივ შეთქმულებაში, ლიბიელი დიქტატორის, მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმეზე.