19 ივნისი 2026,   06:04
ვრცლად
ინგლისში, დაწყებითი სკოლის ახლომდებარე პარკში, ძაღლმა მახრჩობელა გველი იპოვა - BBC

ინგლისში, პარკში სეირნობისას, დაწყებითი სკოლის ახლოს, ძაღლმა მახრჩობელა გველი იპოვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამხრეთ ბრისტოლში, ვითივუდის პარკში, გველის აღმოჩენის შემდეგ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ძაღლის მეპატრონის განცხადებით, მახრჩობელა გველი ყველაზე უცნაური არსება იყო, რაც პარკში უპოვია.

ეივონისა და სომერსეტის პოლიციამ ქვეწარმავალი გადაარჩინა და უიტჩერჩში, ვეტერინართან წაიყვანა, რის შემდეგაც ის ცხოველების დამცველ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცეს.

დღის ამბები