19 ივნისი 2026,   05:53
ვრცლად
"ომის დაწყების შემდეგ, ზელენსკის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა კონკურენტ პოლიტიკოსებს, დახურა ტელეარხები, გააჩუმა ანტიკორუფციული პოლიტიკის კრიტიკოსები და დაშალა პოლიტიკური პარტიები "ეროვნული უსაფრთხოების" საბაბით" - SPECTATOR

ერთ კვირაში, კიევმა ოდესაზე სამმაგი თავდასხმა განახორციელა: ეს არის თავდასხმა მის ენაზე, ისტორიაზე და არჩეულ მთავრობაზე. ქალაქი, რომელიც თითქმის ოთხი წლის განმავლობაში დაუნდობლად იბომბებოდა და უკრაინის საზღვაო ფრონტზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, ახლა საკუთარი დედაქალაქის ალყაშია მოქცეული - ამის შესახებ spectator.co.uk-ი წერს.

როგორც გამოცემა წერს, ოდესის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებიდან ყველაზე გასაოცარი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება იყო - ჩამოერთვა გენადი ტრუხანოვისთვის უკრაინის მოქალაქეობა და თანამდებოდა, მაშინ, როდესაც ის, ოდესის სამგზის არჩეული მერია. ბრალდება იმაში მდგომარეობს, რომ ტრუხანოვს რუსული პასპორტი აქვს, რასაც მერი კატეგორიულად უარყოფს. მიუხედავად ამისა, სასამართლო განხილვისა და სათანადო სამართლებრივი პროცესის გარეშე, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ - აღნიშნულია სტატიაში.

მათივე ცნობით: "უკრაინის კონსტიტუციის 25-ე მუხლი კატეგორიულად კრძალავს მოქალაქეობის ჩამორთმევას. საომარი მდგომარეობის პირობებშიც კი, ეს დემოკრატიაზე აშკარა თავდასხმაა".

როგორც spectator.co.uk-ი იუწყება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დრო. არჩევნების ჩატარების მზარდი მოწოდებების ფონზე, როგორც ჩანს, ზელენსკი ბრძოლის ველს კონკურენტებისგან ასუფთავებს. ტრუხანოვი, პოპულარული და პრაგმატული მერი, სწორედ ის საფრთხეა, რომლის აღმოფხვრასაც კიევი ცდილობს. ზელენსკის გზავნილი სხვა მერებისთვის ნათელია: "ახალი თამაში - ბრძანების შესაბამისი ერთგულებაა". ომის დაწყების შემდეგ, ზელენსკის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა კონკურენტ პოლიტიკოსებს, დახურა ტელეარხები, გააჩუმა ანტიკორუფციული პოლიტიკის კრიტიკოსები და დაშალა პოლიტიკური პარტიები "ეროვნული უსაფრთხოების" საბაბით. ის, რაც სამხედრო აუცილებლობის კონტექსტში დაიწყო, ახლა პოლიტიკურ სტრატეგიად აღიქმება: საზოგადოებრივი ცხოვრების შეზღუდვა და განსხვავებული აზრის განზრახ ჩახშობა. ქვეყანაში, რომელიც აცხადებს, რომ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის იბრძვის, ასეთი ნაბიჯები განგაშის სიგნალის საბაბს იძლევა - წერს გამოცემა spectator.co.uk.

დღის ამბები