აშშ-ის ომის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ შეზღუდვებზე საპასუხოდ, ათობით ჟურნალისტმა უწყებას საშვი ჩააბარა და პენტაგონის შენობა დატოვა.
როგორც The Associated Press-ი წერს, მედიის წარმომადგენლებისთვის მიუღებელია ახალი წესები, რომლებიც უწყებაში ომის დეპარტამენტის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა შემოიღო და რომლებიც ჟურნალისტების თავისუფალ საქმიანობას ზღუდავს.
საუბარია საიდუმლო ინფორმაციის გამოთხოვის და უწყების შიდა ტერიტორიაზე თანმხლები პირის გარეშე გადაადგილების აკრძალვაზე.