ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა პოლიციამ ბრიუსელში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. მასშტაბური გაფიცვა და აქციები ბრიუსელსა და ბელგიის სხვა ქალაქებში ქვეყნის პრემიერის ინიციატივას უკავშირდება, რომელიც საპენსიო და ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ბრიუსელში აქციაზე დემონსტრანტები კვამლის ყუმბარებს ისროდნენ, რის შემდეგაც პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა. დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი.
გაფიცულთა შორის არიან აეროპორტების უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც, რის გამოც ბრიუსელში ყველა ავიარეისი გაუქმდა.