19 ივნისი 2026,   02:59
ვრცლად
შეტაკებები იტალიის ქალაქ უდინეში - აქციის დასაშლელად, ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, დაკავებულია 20 პირი

მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა შეტაკებები სამართალდამცველებსა და პროპალესტინელ დემონსტრანტებს შორის იტალიის ქალაქ უდინეში. პროტესტის მონაწილეები პოლიციელებს ფოიერვერკებსა და სხვადასხვა საგანს ესროდნენ.

აქციის დასაშლელად, გამოყენებული იყო სპეციალური საშუალებები - ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი. დაკავებულია 20 პირი.

პროტესტი იტალიისა და ისრაელის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის პარალელურად გაიმართა.

დღის ამბები