19 ივნისი 2026,   02:59
ვრცლად
"წითელი ჯვრის" მისიამ ღაზიდან კიდევ 4 ისრაელელი მძევლის ცხედარი გამოასვენა

"წითელი ჯვრის" მისიამ ღაზიდან კიდევ 4 ისრაელელი მძევლის ცხედარი გამოასვენა და ისრაელის თავდაცვის ძალებს გადასცა. პარალელურად, ისრაელმა გაერო-ს აცნობა, რომ "ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, რადგან ყველა მძევლის ცხედარი დაბრუნებული ამ დრომდე არ არის. ამ მიზეზით, ისრაელი პალესტინურ ანკლავში ჰუმანიტარული ტვირთის მანქანების განახევრებულ რაოდენობას - 300 მანქანას შეუშვებს.

"ჰამასს" განიარაღებისკენ მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწევს ტერორისტულ ორგანიზაცია განაიარაღოს, თუ დაჯგუფება იარაღის დაყრის პროცესს თავად არ დაიწყებს.

დღის ამბები