19 ივნისი 2026,   05:47
ვრცლად
იცით, ცოტათი საყვარელი ვარ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ რაიმე დამეხმარება სამოთხეში მოხვედრაში - დონალდ ტრამპი

ჟურნალისტმა ტრამპს შეახსენა რამდენიმე კვირის წინ ინტერვიუში ნახსენები ფრაზა, რომ უკრაინაში ომის დასრულება სამოთხეში მოხვედრაში დაეხმარებოდა. ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, დაეხმარება თუ არა ღაზაში ომის დასრულება სამოთხეში მოხვედრაში. როგორც ტრამპმა air force 1-ზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არ ფიქრობს, რომ რამე სამოთხეში მოხვედრაში დაეხმარება.

"იცით, ცოტათი საყვარელი ვარ. არ ვფიქრობ, რომ რამე დამეხმარება სამოთხეში მოხვედრაში," - აღნიშნა ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ის შესაძლოა, სამოთხეში ვერ მოხვდეს, მან ბევრის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

დღის ამბები