მექსიკაში წყალდიდობას 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 65 პირს კი ამ დრომდე ეძებენ.
ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ასობით ჯგუფი, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობს ჯარიც.
ქვეყნის ხუთ შტატში უხვმა ნალექებმა მეწყერი, მდინარეების ადიდება, მასშტაბური ნგრევა და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.