პროპალესტინელ დემონსტრანტებს და ძალოვანს შორის შეტაკებები იყო შვეიცარიაში. ბერნში გამართულ დემონსტრაციაზე დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.
პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებები - წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.
შვეიცარიის პოლიციის ცნობით, აქცია ძალადობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც დემონსტრანტებმა პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნები, მათ შორის, ქვები და აგურები ისროლეს.