ეგვიპტეში, კურორტ შარმ ელ შეიხში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად, სამი კატარელი დიპლომატი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
ჯერ უცნობია, იყვნენ თუ არა დიპლომატები კატარის მოლაპარაკებათა ჯგუფის წევრები, რომელთაც, ეგვიპტელ ოფიციალურ პირებთან ერთად, ისრაელსა და "ჰამასს" შორის შეთანხმების მიღწევაში მიიღეს მონაწილეობა.
ცნობისთვის, ორშაბათს, შარმ ელ შეიხი უმასპინძლებს გლობალურ სამიტს, რომლის მიზანიც ღაზაში ომის დასრულებაა.