19 ივნისი 2026,   04:20
ვრცლად
გიგანტური საცობი ჩინეთში - Wuzhuang-ის საბაჟო პუნქტზე, რომელსაც 36 საავტომობილო ზოლი აქვს, მილიონობით ადამიანი უზარმაზარ საცობში გაიჭედა

გიგანტური საცობი ჩინეთში - Wuzhuang-ის საბაჟო პუნქტზე, რომელსაც 36 საავტომობილო ზოლი აქვს, მილიონობით ადამიანი უზარმაზარ საცობში გაიჭედა. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა.

მედიის ინფორმაციით, მოგზაურები ჩინეთში 8 დღიანი უქმეების შემდეგ სახლში დაბრუნებას ცდილობდნენ. ჩინეთში, 8 დღიანი დასვენება დამოუკიდებლობის დღის გამო გამოცხადდა.

პეკინი-ჰონგ-კონგი-მაკაოს გზატკეცილზე მოძრაობა პრაქტიკულად პარალიზებული იყო.

ვირუსულ ვიდეოებში ნაჩვენებია "ვუჟუანგის" საბაჟო პუნქტი, რომელიც ავტომობილების წითელი ფარებითაა განათებული და ასეულობით მანქანა დგას რიგში, რათა გაიაროს გადასახადის პუნქტი. მედიის ინფორმაციით, ბოლო დღეს, საბაჟო პუნქტთან 120 000-ზე მეტი ავტომობილი იყო მოსალოდნელი.

დღის ამბები