იაპონიაში, 82 წლის ქალს დილის სეირნობისას დათვი დაესხა თავს. ახლომდებარე კამერამ თავდასხმის მომენტი დააფიქსირა. კადრებში ჩანს, რომ დათვი ქალს უკნიდან მოულოდნელად ესხმის თავს. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
ცხოველი პენსიონერს რკინიგზის სადგურიდან 100 მეტრში დაესხა თავს. ქალი გადარჩა, თუმცა მას სახეზე დაზიანებები აქვს მიღებული.
მედიის ინფორმაციით, ეს ბოლო დღეების განმავლობაში პირველი მსგავსი ინციდენტი არ არის: სამშაბათს, დათვი ტოკიოს ჩრდილოეთით მდებარე სუპერმარკეტში შეიჭრა, რის შედეგადაც ორი მამაკაცი დაშავდა. ამასთან, ერთი დღით ადრე, დათვი ესპანელ ტურისტს დაესხა თავს.