ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, აფეთქებებია ღაზაში. მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილია ისრაელის სამხედრო ძალების 26 წლის ვიცე-პოლკოვნიკი. "ცახალის" ვერტმფრენები და არტილერია ღაზას აღმოსავლეთით სამიზნეებს ბომბავენ, აფეთქებების ხმა ისმის ქალაქ ხან იუნისში.
პარალელურად ისრაელის მთავრობამ მძევლების გათავისუფლების გეგმა დაამტკიცა, განცხადება პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამერიკულ მხარეს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. ტრამპი ვარაუდობს, რომ "ჰამასი" მძევლებს "ორშაბათს ან სამშაბათს" გაათავისუფლებს.
შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების გარდა, ისრაელმა უნდა გაათავისუფლოს პალესტინელი პატიმრები, უნდა გაიყვანოს ჯარები ღაზიდან და შეუშვან ჰუმანიტარული ტვირთი ანკლავში.