ბრიტანეთის პოლიციამ საერთაშორისო ბანდის ლიკვიდაციის შესახებ გამოაცხადა, რომელიც ეჭვმიტანილია ბოლო ერთი წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთიდან ჩინეთში 40 000-მდე მოპარული მობილური ტელეფონის კონტრაბანდულად შეტანაში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სპეცოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცველებმა 18 ეჭვმიტანილი დააკავეს და 2 000-ზე მეტი მოპარული მოწყობილობა ამოიღეს. დიდი ბრიტანეთის პოლიცია აღნიშნულ ოპერაციას ბრიტანეთის ისტორიაში ტელეფონების ქურდობის საწინააღმდეგო ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას უწოდებს.
პოლიცია მიიჩნევს, რომ ბანდა შესაძლოა პასუხისმგებელი იყოს ლონდონში მოპარული ყველა ტელეფონის ნახევრის ექსპორტზე.
მედიის ინფორმაციით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც დაზარალებულმა, გასულ წელს გაიგო რომ ტელეფონი მოპარული იყო.