19 ივნისი 2026,   04:21
ვრცლად
ჩეხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს აქვეყნებს

ჩეხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია, საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს აქვეყნებს.

ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის პარტიამ, ამომრჩეველთა ხმების 34.5% მიიღო და საკანონმდებლო ორგანოში 200 ადგილიდან 80 ადგილი მოიპოვა. მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ კი, უმრავლესობა დაკარგა და ოპოზიციაში გადაინაცვლა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბაბიშმა, არაერთხელ გაუსვა ხაზი ევროპაში მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას, თქვა, რომ მისი მთავრობა უარს იტყვის უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.

ადგილობრივი მედია წერს, რომ 71 წლის პოლიტიკოსს განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა აქვს, უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებთან, ვიქტორ ორბანთან და რობერტ ფიცოსთან.

დღის ამბები