ისრაელის ძალების მიერ ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის შეჩერების გასაპროტესტებლად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საპროტესტო აქციები იმართება.
ჟენევაში გამართულ აქციაზე, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. სამართალდამცავების ინფორმაციით, დემონსტრანტებს ჰქონდათ საშიში იარაღი, ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს და აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას.
დემონსტრაციები შეტაკებებში გადაიზარდა იტალიასა და ესპანეთში, აქციებია გერმანიაში, საბერძნეთში, კოლუმბიაში, პოლონეთსა და თურქეთში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, ისრაელის საზღვაო ძალებმა ფლოტილიის 13 გემი შეაჩერეს და ბორტზე მყოფი აქტივისტები დააკავეს.
ცნობისთვის, ფლოტილია ცდილობს, ისრაელის საზღვაო ბლოკადის გარღვევას ღაზაში მედიკამენტებისა და საკვების მიწოდებისთვის.