19 ივნისი 2026,   04:27
ვრცლად
ოდესაში წყალდიდობას 10 ადამიანი ემსხვერპლა - ქალაქში დღეს გლოვის დღე გამოცხადდა

ოდესაში წყალდიდობას ათი ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულებს შორსაა ბავშვი. ქალაქში დღეს გლოვის დღე გამოცხადდა.

მედიის მონაცემებით, სტიქიამ 700 საცხოვრებელი სახლი და მეურნეობა გაანადგურა. მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 500 თანამშრომელი მუშაობს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შექმნილია საგანგებო კომისია, რომელიც შეისწავლის თუ რატომ არ იმუშავა მოსახლეობის წინასწარი გაფრთხილების სისტემებმა.

დღის ამბები