"კურიერი" მოლდოვიდან, სადაც საპარლამენტო არჩევნებია - უბნები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დილის 07:00 საათზე გაიხსნა. 101-ადგილიანი პარლამენტისთვის 15-მდე პარტია, 4 კოალიცია და 4 დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძვის, თუმცა, წინასწარი გამოკითხვებით, მთავარი დაპირისპირება 2 პოლიტიკურ ძალას შორის გაიმართება - ეს არის მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს პარტია და მისი წინამორბედის, იგორ დოდონის ბლოკი.
წინასწარი შედეგები საღამოს გაირკვევა, თუმცა მანამდე პოლიტიკური დღის წესრიგის სიმძაფრე ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდებოდა. კენჭისყრის ბოლო კვირას, არჩევნებში მონაწილეობა ორ პარტიას აუკრძალეს. პარალელურად, მიმდინარეობდა დაკავებები, მასობრივი არეულობის მომზადების ბრალდებით პოლიციამ 74 პირი აიყვანა. კიდევ ერთი სკანდალი კი ე.წ. სომხური კარუსელის სავარაუდო სქემას ეხება, როდესაც ერთ-ერთ სტამბაში კიშინიოვის პოლიციამ უკვე შევსებული, ბეჭედდარტყმული ბიულეტენები იპოვა.
"მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს, მსოფლიოში ბოროტება აღარ არსებობდეს. ყველას სიკეთეს და მშვიდობას ვუსურვებ, რომ ვიცხოვროთ დაბომბვების გარეშე. მინდა, რომ მშვიდობამ გაიმარჯვოს და ხვალინდელი დღე მშვიდობიანად გაგვითენდეს," - აცხადებს ერთ-ერთმა მოქალაქე.
ავტორი: ლუკა ჩანგელია