19 ივნისი 2026,   07:10
ვრცლად
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის დასავლეთით, სადაზვერვო დრონებით, საჰაერო სივრცის დარღვევა დააფიქსირეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის დასავლეთით სადაზვერვო დრონებით, საჰაერო სივრცის დარღვევა დააფიქსირეს. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა გაავრცელა.

"დრონები, სავარაუდოდ, უნგრული იყო" - დაწერა ზელენსკიმ იქსის გვერდზე.

კიევის ამ განცხადებებს ოფიციალური ბუდაპეშტი გამოეხმაურა:

"პრეზიდენტი ზელენსკი გონებას კარგავს თავისი ანტი უნგრული აკვიატებით. ის ახლა იწყებს იმის დანახვას, რაც არ არსებობს,“ - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

დღის ამბები