კალიფორნიაში 25-მა შეიარაღებულმა პირმა საიუველირო მაღაზია გაძარცვა - მოპარულია მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა.
გავრცელდა დანაშაულის ამსახველი ვიდეოკადრებიც, სადაც ჩანს შავებში ჩაცმული, ნიღბიანი პირების დაჯგუფება.
ამ დროისთვის, დაკავებულია შვიდი ეჭვმიტანილი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. არ არის გამორიცხული, ამავე საქმეზე ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს და, შემსრულებლებთან ერთად, ორგანიზატორებიც დააკავონ.