სროლა სკოლის ავტოსადგომზე - ბრაზილიაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, 3 მოზარდი დაიჭრა.
თავდამსხმელები, რომლებიც, სავარაუდოდ, მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, მიიმალნენ, ამ დროისთვის უცნობია დანაშაულის მოტივი.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები.
ბრაზილიის პოლიცია ახლა თავდამსხმელებს ეძებს.