Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც მალიორკაში უნდა დაშვებულიყო, ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოხვდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ორი წევრი დაშავდა. dailymail-ის ინფორმაციით, დაშავებულები ბორტგამცილებლები არიან.
კვირას შუადღისას ვიტორიიდან (ჩრდილოეთ ესპანეთი) მალიორკის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავი ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოხდვა. როგორც მედია განმარტავს, შემთხვევის დროს თვითმფრინავის ეკიპაჟი დაშვებისთვის ემზადებოდა. მათივე ცნობით, კურორტულ კუნძულზე ქარიშხალი მძვინვარებდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბორტგამცილებლები უსაფრთხოების შემოწმებას ატარებდნენ, როდესაც თვითმფრინავი მოულოდნელად შეარყია. მედიის ინფორმაციით, ერთი ბორტგამცილებელი ჭერს შეეჯახა, მეორეს კი ურიკა შეეჯახა.
აეროპორტში დაშვების შემდეგ, თვითმფრინავს სასწრაფო დახმარების ბრიგადები დახვდნენ.