19 ივნისი 2026,   06:50
ვრცლად
"პუტინი ნატო-ს გამოცდისა და პროვოცირების ახალ დონეზე გადადის, ამას ჩვენი მხრიდან ადეკვატური პასუხი უნდა მოჰყვეს" - მარგუს ცაჰკნა რუსული საბრძოლო თვითმფრინავი​ს მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე

სამი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი, გუშინ, ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. მედიის ცნობით, ინციდენტი ფინეთის ყურეში მოხდა. მიგ-31-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები ესტონეთის საჰაერო სივრცეში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

ტალინი მოსკოვს პროვოკაციაში ადანაშაულებს და ნატოს მე-4 მუხლის ამოქმედებას ითხოვს.

"ეს იყო აშკარა პროვოკაცია, სწორედ ამიტომ ვიწყებთ მე-4 მუხლის ამოქმედების შესახებ პოლიტიკურ კონსულტაციებს. თუ გავაერთიანებთ ყველა იმ ფაქტს, რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხდა - ვგულისხმობ მათ შორის პოლონეთზე თავდასხმასაც, ეს ნატოს სისტემატური გამოცდაა. უნდა განვიხილოთ რა შეგვიძლია ნატოს მოკავშირეებს ბალტიისპირეთის დასაცავად, პუტინი ჩრდილო-ატლანტიკური გაერთიანების გამოცდისა და პროვოცირების ახალ დონეზე გადადის - ამას ჩვენი მხრიდან ადეკვატური პასუხი უნდა მოჰყვეს", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.

საპასუხო განცხადება გაკეთდა რუსეთის თავდაცვის ძალებშიც. მოსკოვში ამბობენ, რომ საბრძოლო თვითმფრინავებმა ფრენა ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით განახორციელეს და საზღვრის უკანონო კვეთა არ მომხდარა.

ფაქტს უკვე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც.

"სიტუაცია უნდა შევისწავლო. არ მომწონს ის, რაც მესმის და რაც ხდება. ბუნებრივია, შესაძლოა, ამან დიდი პრობლემები შექმნას", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები