19 ივნისი 2026,   07:17
ვრცლად
თურქეთში, ტყის ხანძარი ძლიერი ქარის გამო დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა

თურქეთის ტურისტულ ქალაქ ალანიაში, ძლიერი ქარის გამო ტყის ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ალიფენდის რაიონში ძლიერი ქარის გამო გაჩენილმა ხანძარმა დიდი ტერიტორია მოიცვა. ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ცეცხლმა საცხოვრებელი ტერიტორიებს საფრთხე შეუქმნა.

ხანძარი ასევე გავრცელდა იშაკლის, კარგიჯაკის და კოჯაოგლანლის რაიონებში.

ხანძრის ქრობის პროცესში სახმელეთო ბრიგადებს ავიაციაც ეხმარება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

რეგიონში ხანძარი უკვე მეორე დღეა მძვინვარებს.

დღის ამბები