შტატების შემდეგ ნიდერლანდები - ქვეყნის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ანტიფაშისტური მოძრაობა "ანტიფა" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა.
დეპუტატები მოუწოდებენ მთავრობას, გადადგას იგივე ნაბიჯები, რაც ტრამპმა.
"ანტიფას" ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს უნგრეთიც - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ "ანტიფას" აგენტები უნგრეთში ქუჩაში მშვიდობიან ადამიანებს თავს ესხმოდნენ, შემდეგ კი ევროპარლამენტარები გახდნენ და ბრიუსელიდან მის ქვეყანას ლექციებს უკითხავენ.
კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა დანაშაულში მემარცხენე რადიკალები დაადანაშაულა და "ანტიფა" ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა.