რუსეთში, კამჩატკის სანაპიროსთან, 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ dailymail-ი იუწყება.
მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი 123 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
კამჩატკის გუბერნატორმა ვლადიმერ სოლოდოვმა ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა.
მედია იუწყება, რომ ყველა სამსახური მობილიზებულია და მაღალი მზადყოფნის რეჟიმში იმყოფება, ხოლო სოციალური დაწესებულებები და საცხოვრებელი შენობები ოპერატიულ შემოწმებას გადიან.