19 ივნისი 2026,   05:44
ვრცლად
ლატვიაში რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ნაწილი აღმოაჩინეს

ლატვიის დასავლეთ ნაწილში, სანაპიროზე "გერბერას" ტიპის რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ნაწილი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ლატვიის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აღმოჩენილი უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტში ასაფეთქებელი მასალა არ იყო მოთავსებული.

მომხდარს ლატვიის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში აუცილებელია უსაფრთხოებისთვის სპეციალური სენსორების დაყენება.

დღის ამბები