პოლიციისა და დემონსტრანტების დაპირისპირებაში გადაიზარდა ანტისამთავრობო პროტესტი პარიზში. დაიძაბა ვითარება მარსელშიც. აქციის მონაწილეებმა იარაღის ქარხნის შესასვლელი დაბლოკეს. ისინი საწარმო ისრაელისთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებენ.
მოსალოდნელია, რომ დღეს პროფკავშირების დაანონსებულ გაფიცვას ასი ათასობით მოქალაქე შეუერთდება, დაგეგმილია 250-ზე მეტი დემონსტრაცია. რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალიზებას და სასწავლო პროცესის შეჩერებას გამოიწვევს.