ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ზელენსკისთან შეხვედრაზე აცხადებს, რომ "უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება იქნება", ამ მოსაზრებას არ იზიარებს უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.
"ბატონო პრეზიდენტო, არ გეთანხმებით. ევროკავშირის წევრობა არ არის უსაფრთხოების გარანტია; ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. თუ ეს ნამდვილად "უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია" იქნებოდა, მაშინ ფინეთს ნატოში გაწევრიანების არანაირი საჭიროება არ ექნებოდა. უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება ჩვენს კავშირს არ გააძლიერებს - ეს ომის საფრთხეს პირდაპირ ევროკავშირის შიგნით გამოიწვევს. ჩვენ უფრო გონივრულ მიდგომას ვთავაზობთ", - წერს ორბანი.