აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო აქვეყნებს ფოტოებს, რომლებზეც, სავარაუდოდ, ჩარლი კირკის მკვლელია გამოსახული. FBI-მ დააწესა 100 000 დოლარიანი პრიზი, რომლებიც დამნაშავეს აღმოაჩენენ და შემდეგ, საგამოძიებო უწყებას გადასცემენ.
ფოტოებზე ნაჩვენები მამაკაცი, როგორც FBI-ში აცხადებენ, სავარაუდოდ, სტუდენტია და სწორედ ის არის ეჭვმიტანილი ჩარლი კირკის მკვლელობის საქმეში. FBI-ში ამბობენ იმასაც, რომ ეს მამაკაცი მოტივირებული იყო კონკრეტული ინიციატივებით და იდეებით, რომელიც რადიკალური დაჯგუფებების მხრიდან მომდინარეობდა. დაჯგუფებების, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომუშავე ადამიანებს, როგორიც მათ შორის იყო ჩარლი კირკიც.
დღის 12 საათი და 10 წუთი - კონსერვატორი ჩარლი კირკი უტაჰის უნივერსიტეტში საზოგადოებაზე ლგბტ პროპაგანდის გავლენასა და ტრანსგენდერი ადამიანების სხვადასხვა დანაშაულში ჩართულობის შესახებ სტუდენტების შეკითხვებს პასუხობს, სწორედ ამ დროს გასროლის ხმა ისმის, სამიზნე სიტყვით გამომსვლელია.
კირკი ადგილზე უგონოდ დაეცა, მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა მალევე გარდაიცვალა. დამნაშავე კი ადგილიდან ისე მიიმალა, რომ კვალიც არ დატოვა.
კონსერვატიული ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და დონალდ ტრამპის მოკავშირე, ოჯახური ღირებულებებისა და ფასეულობების აქტიური მხარდამჭერი იყო, ეწინააღმდეგებოდა ლგბტ პროპაგანდას, ცდილობდა შეერთებულ შტატებში ქრისტიანული ტრადიციების დაბრუნებას და ფაშისტური ლიბერალიზმის დამარცხებას.
მომხდარს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოხმაურება უკვე მოჰყვა. დონალდ ტრამპი, რომელმაც ქვეყანას კირკის გარდაცვალება პირველმა ამცნო დანაშაულის უკან - რადიკალი მემარცხენეების კვალს ხედავს. პრეზიდენტი საუბრობს მედიაზეც, რომელიც კონსერვატიული იდეების წინააღმდეგ კონკრეტული დაჯგუფებების დავალებით იბრძვის.
ჩარლი კირკი, რომ საკმაოდ გავლენიანი და პოპულარული ფიგურა იყო, ამას ყველა აღიარებს. ის რადიკალებს, სწორედ მისი ფასეულობების და ეროვნული ღირებულებებისადმი პატივისცემის გამო არ მოსწონდათ. რაც, შტატებში ადგილობრივ პოლიტიკოსებს განცდას უჩენს, რომ მკვლელობას პოლიტიკური სარჩული აქვს, როგორც ეს წარსულში რობერტ ფიცოსა და დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის დროს იყო.
ამერიკის მასშტაბით საგამოძიებო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ძალოვნები ჩარლი კირკის მკვლელის პოვნას ცდილობენ. მანამდე, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ორი პირი დააკავა, თუმცა არცერთი მათგანი რეალური დამნაშავე არ აღმოჩნდა - რაც საზოგადოებაში განცდას აჩენს, რომ მკვლელობა წინასწარ კონკრეტული ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული.