საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალ პრემიერ-მინისტრად სებასტიან ლეკორნუ დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
"39 წლის ლეკორნუს არჩევანი მიანიშნებს მაკრონის მისწრაფებაზე გააგრძელოს უმცირესობის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც მყარად უჭერს მხარს ბიზნესის მხარდამჭერი ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგს, რომლის ფარგლებშიც ბიზნესებისა და შეძლებულების გადასახადები შემცირდა და პენსიაზე გასვლის ასაკი გაიზარდა," ნათქვამია Reuters-ის მასალაში.