მრავალრიცხოვანი აქციები გაიმართა იერუსალიმსა და თელ-ავივში. მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა ღაზის სექტორში ომის დასრულება და "ჰამასის" ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლება იყო.
დემონსტრანტები ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეიკრიბნენ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მიმართეს.