19 ივნისი 2026,   05:45
ვრცლად
"ზოგიერთ გადაწყვეტილებაში ნახსენებია უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობა. ხაზგასმით ვამბობთ, ხორვატია ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს" - ივან ანუშიჩი

ხორვატია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის ფარგლებში ჯარებს არ გაგზავნის. ამის შესახებ ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა, ივან ანუშიჩიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ჯარისკაცების გაგზავნის პროცესში ხორვატია მონაწილეობას არ მიიღებს. 

"ბოლო დღეებში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. ნატო-ს ზოგიერთი წევრი ქვეყნისა და "მსურველთა კოალიციის" მიერ მიღებულ ზოგიერთ გადაწყვეტილებაში ნახსენებია უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობა. ხაზგასმით ვამბობთ, რომ ხორვატია ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს", - აცხადებს ივან ანუშიჩი.

დღის ამბები