19 ივნისი 2026,   05:43
ვრცლად
"პუტინს შეუძლია კიევში ჩამოვიდეს, მე არ შემიძლია მოსკოვში წასვლა. როცა ჩემი ქვეყანა ყოველდღიურად სარაკეტო დარტყმების ქვეშაა, არ შემიძლია ამ ტერორისტების დედაქალაქში წასვლა" - ზელენსკი

"ადამიანს თუ არ სურს ომის დროს შეხვედრა, რა თქმა უნდა, ის ყოველთვის შემოგვთავაზებს ისეთ რამეს, რაც ჩემთვის და სხვებისთვის მისაღები არ იქნება", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დასრულებისთვის აუცილებელ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

ზელენსკის თქმითვე, პუტინს მოლაპარაკებებისთვის შეუძლია კიევში ჩავიდეს. 

"ვლადიმერ პუტინს შეუძლია კიევში ჩამოვიდეს, მე არ შემიძლია მოსკოვში წასვლა. როდესაც ჩემი ქვეყანა ყოველდღიურად სარაკეტო დარტყმების ქვეშაა, არ შემიძლია ამ ტერორისტების დედაქალაქში წასვლა. ადამიანს თუ არ სურს ომის დროს შეხვედრა, რა თქმა უნდა, ის ყოველთვის შემოგვთავაზებს ისეთ რამეს, რაც ჩემთვის და სხვებისთვის მისაღები არ იქნება, ამიტომ ვამბობ ყოველთვის, რომ მისი ნდობა არ შეიძლება", - აცხადებს ზელენსკი. 

დღის ამბები