მორიგი საპროტესტო აქცია სერბეთში - რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით ათასობით მომიტინგე ქალაქ ნოვი-სადში შეიკრიბა. 2024 წლის 1-ელ ნოემბერს სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.
დემონსტრანტები ტრაგედიის მიზეზად კორუფციას, დაუდევრობას და უსაფრთხოების ნორმების გაუთვალისწინებლობას ასახელებენ. მათი თქმით, ეს სერბეთის ხელისუფლებაში არსებული ნეპოტიზმითაა გამოწვეული.