უკრაინის პრეზიდენტი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რობერტ ფიცომ, ორმხრივი პარტნიორობის საკითხები განიხილეს.
ლიდერებმა ისაუბრეს ევროპის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზეც. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან, ფიცომ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, თუმცა ომში მყოფ ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მისცემს.