19 ივნისი 2026,   08:26
ვრცლად
საბერძნეთში ქალმა საკუთარ სახლში, მარტომ იმშობიარა - გარდაიცვალა დედაც და ახალშობილიც

საბერძნეთის ქალაქ პატისიაში, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ქალი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, მან საკუთარ სახლში მარტომ იმშობიარა.

მედიის ცნობით, ახალშობილი, რომელსაც ჭიპლარი გადაჭრილი ჰქონდა, სახლში უსიცოცხლოდ იპოვეს. მედია ასევე იუწყება, რომ ეს ყველაფერი ქალის ორი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა. ისინი 3 და 5 წლის არიან.

წინასწარი ინფორმაციით, ქალი, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეა, ორსულობის ბოლო სტადიაზე იყო და უახლოეს დღეებში უნდა ემშობიარა.

მისმა ქმარმა, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა, ხელისუფლებას განუცხადა, რომ შეშფოთებული იყო, რადგან ტელეფონის გამორთვის გამო, მასთან დაკავშირება ვერ შეძლო. როგორც მედია წერს, ის პატისიაში, საკუთარ ბინაში სწრაფად დაბრუნდა და მისაღებ ოთახში, იატაკზე, უგონოდ მწოლიარე ცოლი და ახალშობილი იპოვა.

ჩვენების თანახმად, მან და მეზობელმა ქალის რეანიმაცია გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარებით სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო, ისინი ესპერტიზის შედეგებს ელოდებიან, რომელიც მომხდარს მეტ ნათელს მოჰფენს.

დღის ამბები