19 ივნისი 2026,   07:08
ვრცლად
ჟურნალ Le Figaro-ს ბარომეტრის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

Le Figaro-ს ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურის მოწონების რეიტინგი ექვსი პუნქტით დაეცა და 2017 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს: 15%-ს მიაღწია.

"ივლისის ბოლოს, ელისეს სასახლის მრჩევლებმა ახალი სასწავლო წლის დაწყების განხილვისას, ხაზი გაუსვეს ემანუელ მაკრონის სურვილს, "დიდი ინვესტიცია ჩადოს ფრანკო-გერმანულ პარტნიორობაში". სექტემბრის დასაწყისისთვის, რესპუბლიკის პრეზიდენტი სრულიად განსხვავებული ამოცანით იქნება დაკავებული: პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს მიერ ეროვნული ასამბლეისთვის ნდობის ვოტუმის მოთხოვნის გადაწყვეტილებით, გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის პოვნა. მას მოუწევს სწრაფად იმოქმედოს სოციალური მღელვარების ფონზე, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს", - აღნიშნულია ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში.

როგორც Le Figaro წერს, პოლიტიკურ კონტექსტში ეს მაკრონის სასარგებლოდ არ არის: მისი მოწონების რეიტინგმა 2017 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია: ფრანგების მხოლოდ 15% ენდობა მას, რაც უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე "ყვითელი ჟილეტების" კრიზისის დროს!

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრი, ფრანსუა ბაირუც იგივე სიტუაციაშია: ფრანგების მხოლოდ 14% ენდობა მას, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ის მატიიონში ჩავიდა.

დღის ამბები