ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ Deep state ქვეყნის კონსტიტუციის დანგრევას ცდილობს და ამ საქმიანობის დასაფარად სისტემა აქვს აშენებული.
განცხადება ტულსი გაბარდმა ერთ-ერთ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ის ამტკიცებს, რომ კარგად იცნობს Deep state-ის მოქმედების ტაქტიკას, რადგან მისი სამიზნე თავად გახდა.
"ვხედავთ, თუ რამდენად ღრმადაა გამჯდარი Deep state. ისინი, ვინც მიიჩნევენ, რომ უფრო ძლიერნი არიან, ვიდრე კონსტიტუცია, იაზრებ იმ ამოცანის სირთულეს, რაც წინ გვაქვს. ხალხი საუბრობს Deep state-ზე, იმაზე თუ რა არის ეს? - ეს არ არის რაღაც დიდი შეთქმულების თეორია, ეს არის შეთქმულება კონსტიტუციის დასანგრევად. დიდი ხანია ადამიანები ამას ახერხებენ, რადგან მთელი სისტემაა აშენებული მათი ბოროტი საქმიანობის დასაფარად. ამას Deep state-ის პროპაგანდის დახმარებით აკეთებენ. ჩვენ, ვინც Deep state-ის სამიზნე გავხდით, კარგად ვიცნობთ მათ ტაქტიკას. ეს არის რეალობა, რომელშიც გვიწევს მოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ღიად ვისაუბროთ და მკაფიოდ დავინახოთ, რომ სიმართლით ვებრძოლოთ. ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების გამოვლენა, რათა, დამყარდეს ნამდვილი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, დაცული იყოს ჩვენი კონსტიტუცია და კანონი," - აღნიშნა ტულსი გაბარდიმ.