19 ივნისი 2026,   07:09
ვრცლად
კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან - სტიქიამ ასობით ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა

კალიფორნიის ჩრდილოეთ ნაწილში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. სტიქიამ ასობით ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა.

ცეცხლის კერების ლიკვიდირებას მეხანძრე-მაშველები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით საქალაქთაშორისო მაგისტრალების და დასახლებების მიმდებარედ ცდილობენ. ხანძრის მიმდებარე ზონებიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

ცეცხლის გაჩენის მიზეზად მეხის ჩამოვარდნა სახელდება.

დღის ამბები